მღვდლიაშვილი თინათინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თინათინ მღვდლიაშვილი

მღვდლიაშვილი თინათინ − (1955), პოეტი, მხატვარი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა, შემდეგ – თანამედროვე და ტრადიციული ხელოვნების კოლეჯი, მასობრივ ღონისძიებათა რეჟისურის განხრით. მუშაობდა მსახიობად. არის მხატვარი და მხატვართა კავშირის წევრი. ავტორია წიგნებისა: „დე, ვიყო ზეცამდე მართალი” (1996), „აპოთეოზი” (2002), „მომიგონე მე” (2007), „მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო” (2008), „100 ლექსი” (2008), „ხმალი ავლესოთ, ქართველებო” (2011), „მთელი თბილისი ციხეშია, ანუ საკანი №7” (2015).


* * *
ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა,
ფარად მოგცეს არწივივით ქმარი...
შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა,
მარად იყოს სიყვარულით მთვრალი!..
იყავ მშვიდი, მორჩილი და მთმენი,
შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა...
ბედნიერად ჩაგემარცვლოს დღენი,
ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!..
როგორ გშვენის ლერწმის ტანზე ფარჩა,
ვიწრო წელზე გიშრისფერი თმები,
ღვთისმშობელი აგარიდებს ავდარს
და მფარველი ანგელოზის ფრთები.
აშრიალე ლერწმის ტანზე ფარჩა,
აფრიალე თმები გიშრისფერი...
ქვეყანაზე არსად აღარ დარჩა,
ერთი ქალიც, - შენი ფეხის მტვერი.
ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!..


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები