მღერა (თეატრი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მღერა – – მე-5 საუკუნიდან მოყოლებული, მე-11 საუკუნის ჩათვლით, „ლიტერატურული ძეგლების მიხედვით, „მღერა“ და „სიმღერა“ თეატრალურ თამაშს ნიშნავდა. მოთამაშეს „მემღერე“, ხოლო მოთამაშეთა დასს „მწყობრი მემღერთაი“ ეწოდებოდა. საფერხულო სანახაობათა განვითარების ადრინდელ საფეხრზე მემღერე უსიტყვოდ თამაშობდა და პანტომიმურად განასახიერებდა იმას, რის შესახებაც საფერხულო თუ საფერხისო მწყობრი იმღეროდა რუსთაველის ეპოქიდან დაწყებული, „მღერას“ „თამაშა“ შეენაცვლა, მაგრამ მთლიანად ვერ განდევნა.