მფერხავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მფერხავი – მომლოცველ-მოცეკვავე გურიაში, მეფეხური ან მეფერხე – იმერეთში, მეკვლე – ხევსურეთში.
ტერმინის წარმოშობა დაკავშირებულია საახალწლო რიტუალურ წეს-ჩვეულებასთან. ფერხავობის დღეს (ახალი წლის მეორე დღე) ოჯახში მისალოცად მივიდოდა უცხო კაცი და ოჯახის ყველა წევრს ეცეკვებოდა ხალხის რწმენით, როგორი ფეხისაც იყო მფერხავი, ისეთი წელიწადი დაუდგებოდა ამ ოჯახს.