მუსეოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მუსეოსი – (ბერძნ.) მითოსური მგოსანი, პოეტი და მისანი; ორფევსის საყვარელი მოწაფე.
ზოგი გადმოცემის თანახმად, მუსეოსი ორფევსის შვილია. მას მრავალი თხზულების შექმნას მიაწერენ. მათ შორის ასახელებენ პოემა „ევმოლპეას“. მუსეოსის ქმნილებებს ჩვენამდე არ მოუღწევიათ.