მურავიოვი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიხეილ მურავიოვი – (1845-1900), გრაფი, რუსი დიპლომატი, დიპლომატიური სამსახური დაიწყო 1804.

1877-78 – რუსეთის საელჩოს მრჩეველი საფრანგეთში,
1884-93 – რუსეთის საელჩოს მრჩეველი გერმანიაში
1893-96 – რუსეთის დესპანი დანიაში;
1897-დან – საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისი მოღვაწეობის დროს რესეთი აწარმოებდა აქტიურ საგარეო პოლიტიკას შორეულ აღმოსავლეთში, 1898 პეკინში ხელი მოაწერეს რუსეთ-ჩინეთის კონვენციას, ხოლო 1899 დაიდო შეთანხმება ჩინეთის თაობაზე, დიდ ბრიტანეთთან ნოტების გაცვლის ფორმით. 1989 მიხეილ მურავიოვმა მიმართა სახელმწიფოებს ნოტით შეიარაღებათა შემცირების შესახებ, რასაც მოჰყვა ჰააგის პირველი საზავო კონფერენციის 1989 მოწვევა. მიხეილ მურავიოვმა გაააქტიურა რუსეთის პოლიტიკა ახლო და შუა აღმოსავლეთში, რის შედეგადაც აღდგა (დიდი ბრიტანეთის შუამავლობის გარეშე) კონტაქტები ავღანეთთან, გაძლიერდა რუსეთის პოზიციები ირანში და ნაწილობრივ თურქეთში.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები