ჟან მუნე-სიული − (1841-1916), ფრანგი მსახიობი. ჰქონდა შესანიშნავი ხმა, ნატიფი მანერები, კეთილშობილი რაინდის იერი. მის მიერ ტრაგედიული როლების შესრულება აღბეჭდილი იყო სცენური ტექნიკის სრულყოფილებით, დახვეწილი პლასტიკით, მახვილგონივრულად მოფიქრებული გარეგნული ეფექტებით.
წყარო
მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი