მუკოცელე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუკოცელე — მუკოცელე წარმოადგენს ქრონიკული სინუსიტის კაფსულირებულ ფორმას, რომელიც სავსეა ჩირქოვან-ლორწოვანი შიგთავსით და ზეწოლის გამო, შეუძლია მოახდინოს კომპრესია მომიჯნავე ძვლოვან სტრუქტურებზე და გამოიწვიოს მისი დეფორმაცია.

მისი განვითარება ხშირად ტრავმული და ოპერაციული შემთხვევების შედეგია, როდესაც გარკვეული მონაკვეთი დრენირების გარეშე რჩება და ხდება მისი კაფსულირება.

კლინიკურად, ის სიმსივნოვან ქსოვილს წარმოადგენს, რომელსაც თან ახლავს მწვავე ტკივილი და ზოგჯერ ოფთალმოლოგიური ნიშნებიც.

მის არსებობაზე მიუთითებს მისი მუდმივი ლოკალიზაციის ადგილი – ფრონტო-ეთმოიდალური კუთხე.

ტომოგრაფიული სურათი გვიჩვენებს მრგვალი ფორმის, სითხით სავსე თხელკედლიან ზონას.

მკურნალობა მარტივია – ამ ზონის დრენირება და ფართე სავალის დატოვება.

NOTA BENE
  • ქრონიკული სინუსიტის უკან შესაძლოა იმალებოდეს სიმსივნოვანი პათოლოგია
  • და პირიქით, ნებისმიერი სიმსივნოვანი პროცესი შესაძლოა გართულებული სინუსიტი იყოს.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები