მუდროსის დაზავება 1918

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუდროსის დაზავება 1918 – ხელი მოაწერეს 30. X პორტ მუდროსში (კუნძ. ლემნოსი) ბრიტანეთის სამხედრო ხომალდ „აგამემნონზე“ დიდი ბრიტანეთის (როგორც ანტანტის სახელმწიფოთა რწმუნებულის) და თურქეთის სულთნის მთავრობის წარმომადგენლებმა. პირველ მსოფლიო ომში 1914-18 დამარცხებული თურქეთი იძულებული გახდა, მიეღო მისთვის თავსმოხვეული მძიმე პირობები: შავი ზღვის სრუტეების გახსნა ანტანტის სახელმწიფოთა ფლოტებისათვის და მათ მიერ ბოსფორისა და დარდანელის ფორტების, ასევე ბაქოსა და ბათუმის ოკუპაცია; იმ თურქული გარნიზონების ჩაბარება, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდნენ: თურქეთის ჯარების ევაკუაცია ირანიდან, ასევე მათ მიერ დაკავებული ამიერკავკასიის ნაწილიდან და კილიკიიდან; არმიის დემობილიზაცია და ანტანტისათვის იმ სამხედრო ხომალდების გადაცემა, რომლებიც თურქეთის წყლებში ან მისი ფლოტის მიერ დაკავებულ წყლებში იმყოფებოდნენ და სხვ. მუდროსის დაზავებამ ძალა დაკარგა მუდანიის დაზავების 1922 ხელმოწერის შემდეგ.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები