მტრედი (სიმბოლო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მტრედი − სულიწმიდის სიმბოლო მტრედი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მითოსში ჯვართა ერთ-ერთი ძირითადი ხილული ნიშანია. მისი აღით ეცხადება ჯვარი თავის მსახურს – მკადრეს. მტრედის გამოსახულება ხშირად ამკობს თასებს და სახუცო კოჭობს, რომლის საშუალებითაც მედღესასწაულენი სვამენ წმიდად მომზადებულ სასმელს – ლუდს.