მტრედისფეხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მტრედისფეხა − წითელყურძნიანი ვაზის ჯიში იყო. მაღლარების სახით ქვემო გურიისა და ქვემო აჭარის მთისპირად მდებარე სოფლებში იყო გავრცელებული. ივანე ჯავახიშვილით, ამ სახელწოდებით ვაზის ჯიში ქართლშიც ხარობდა, მაგრამ გურია-აჭარაში გავრცელებულ მტრედისფეხასთან მისი იდენტურობის დადგენა ამჟამად უკვე ძნელი ხდება, ვინაიდან ქართლში ამგვარი ვაზის ჯიში არსად გვხვდება. სამეგრელოს რაიონებში მტრედისფეხა „ტოროკუჩხის” სახელით იყო ცნობილი. „ტორონჯი” მეგრული სიტყვაა და მტრედს ნიშნავს. ჯიში წარსულში სამეგრელოში ფართოდ ყოფილა წარმოდგენილი, განსაკუთრებით, ჯვარის, საჩინოს, ჯგალის, ლიას და ჭკადუაშის მიდამოებში. ტოროკუჩხის ყურძნიდან ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ მაღალი ღირსების ღვინოს ამზადებდა. ღვინო ტოროკუჩხისა შენახვის უნარითა და ტრანსპორტაბელობით ხასიათდებოდა. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მოქმედების შედეგად ამ ჯიშის მაღლარები სამეგრელოში უკვე განადგურებულია. გურია-აჭარის რაიონებში მას მხოლოდ „მტრედისფეხას” სახელწოდებით იცნობენ.

გადმოცემებით ადრე მტრედისფეხას ყურძნიდან საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინოს ამზადებდნენ და იმავე დროს სუფრის ყურძნადაც იყენებდნენ. ამ მიზნით ყურძენს, ხშირად, ვაზებზე დაუკრეფავს სტოვებდნენ და საჭიროების მიხედვით დეკემბერ-იანვარში ჰკრეფდნენ. მტრედისფეხა საყურადღებოა, როგორც სუფრის ყურძნისა და საღვინე ჯიში.


ლიტერატურა

რამიშვილი, 1948; ნიჟარაძე, 1971:275.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები