მრაკვალის წყლები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მრაკვალი, მრაკვალის წყლები – მინერალური წყლები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ვარძიის სიახლოვეს. შემადგენლობით ახლოს არის ურავლის წყაროებთან. მიეკუთვნება ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმ-მაგნიუმ-კალციუმიან ჯგუფს, საერთო მინერალიზაცია – 1.9 გ/ლ.