მოქვის ოთხთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოქვის ოთხთავი.
ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

მოქვის ოთხთავი - ეპისკოპოს დანიელის დაკვეთით, 1300 წელს აფხაზეთში გადაუწერიათ და მოქვის ღმრთისმშობლის ეკლესიისთვის შეუწირავთ. ამაზე მიუთითებს ხელნაწერის ბოლოს დართული ფურცელი, რომელზედაც გამოსახულია ღმრთისმშობელი ყრმით და თავად დანიელ ეპისკოპოსი. ღმრთისმშობელი მდგომარეა, ქვემოთ კი, მის წინაშე მუხლმოდრეკილი დანიელია. დანიელ ეპისკოპოსის გამოსახულების თავზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც ქარაგმის გახსნით ამგვარად იკითხება: „დანიელ მოქველი მთავარეპისკოპოსი“.


მოქვის სახარების გადამწერია ეფრემი. ეფრემი სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია ასევე მოქვის ოთხთავის მინიატიურებისა და დეკორის ავტორადაც.

მოქვის ოთხთავი.
ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

მოქვის ოთხთავი XIX საუკუნის 80-იან წლებში გელათის მონასტრის (XI საუკუნის მონასტერი დასავლეთ საქართველოში) წიგნთსაცავში ინახებოდა. 1921 წელს, როდესაც საბჭოთა რუსეთმა ანექსია განახორციელა და იგი ქვეყნის სხვა ეროვნულ საგანძურთან ერთად, ექვთიმე თაყაიშვილის (დამოუკიდებელი საქართველოს (1918-1921 წწ) ცნობილი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე) თაოსნობით, გადასარჩენად საფრანგეთში გაიტანეს. საქართველოში ეროვნული სიმდიდრე მხოლოდ 1945 წელს დაბრუნდა.


ხელნაწერი შემკულია კამარებით, თავსამკაულებით, საზედაო ასოებით და 157 მინიატურით. მოქვის ოთხთავი დაწერილია ნუსხურით, ეტრატზე, ორ სვეტად. შეიცავს 329 ფურცელს, ზომით 30 X 23,5 სმ-ია. მოქვის ოთხთავის მინიატურები დაწერილია ოქროზე, რაც უნიკალურ შემთხვევას წარმოადგენს.


ამჟამინდელი მდგომარეობა

მოქვის ოთხთავი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.



წყარო

კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები