მოფსოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოფსოსი(ბერძნ.) მისანი.

ამ სახელით ბერძნულ მითოლოგიაში ორი მისანია ცნობილი:

1. ერთი მოფსოსი აპოლონისა და ნიმფა ქლორისის ძეა. სხვა ვერსიით, მისი მამა ამპიკოსი იყო, თესალიელი ლაპითების ჩამომავალი. ამ მოფსოსმა სამ დიდ საგმირო საქმეში მიიღო მონაწილეობა. მითები გვისახელებენ კალიდონის ნადირობას, ლაპითებისა და კენტავრების ომს, არგონავტების ლაშქრობას. ისინი მოგვითხრობენ აგრეთვე მოფსოსისა და ამორძალების დედოფლის – მირინას ორთაბრძოლაზე. მოფსოსი ყოფილა პირველი მოკვდავი, ვისთვისაც აპოლონს ფრინველთა ფრენასა და გალობაზე დაკვირვებით მომავლის განჭვრეტა უსწავლებია.

მოფსოსი გარდაიცვალა მაშინ, როდესაც არგონავტებთან ერთად შინ ბრუნდებოდა. ლიბიის უდაბნოში მისანი გველმა დაგესლა. მადლიერმა თანამგზავრებმა იგი დიდი პატივით მიაბარეს ლიბიის მიწას, სადაც მოგვიანებით თაყვანს სცემდნენ, ვითარცა გმირს, რომელსაც ჰქონდა ორაკული.


2. მეორე მოფსოსი კოლფონიდან იყო, კრეტელი რაკიოსისა და მანტოს ძე. მას ცნობილი მისნის, ტირესიასის, ჩამომავლად თვლიდნენ, რადგანაც მანტო ტირესიასის ასული იყო. სწორედ ამ მოფსოსმა დაამარცხა ბრძენი კალქასი მისნობის ხელოვნებაში. გარდაიცვალა იგი ამფილქოსთან ორთაბრძოლის ჟამს კილიკიაში. მოფსოს თაყვანს სცემდნენ, როგორც გმირს. მას ჰქონდა ორაკულები კოლფონსა (იონია) და კილიკიაში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები