მოსწავლის მიმდინარე შეფასება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოსწავლის მიმდინარე შეფასება - შეფასება, რომელიც ტრიმესტრის განმავლობაში, ძირითადად გაკვეთილების დროს ხდება. მიმდინარე შეფასება მოსწავლის რაიმე დიდი თემის შესწავლის ან მიზნის მისაღწევი პროცესის მიმდინარეობისას მიღწევების შეფასებაა. მიმდინარე შეფასებისგან განსხვავებულია შემაჯამებელი შეფასება, რომელიც აჯამებს მოსწავლის ცოდნას თემის, ან გარკვეული დროის მონაკვეთის ბოლოს.