მეტერლინკი მორის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მორის მეტერლინკი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მორის მეტერლინკი

მორის მეტერლინკი − (ფრანგ. Maurice Maeterlinck, 1862-1949), ბელგიელი მწერალი, დრამატურგი, ფილოსოფოსი. წერდა ფრანგულ ენაზე.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო ლექსების წერით. მისმა პირველმა პიესამ „პრინცესა მალენი“, მოდერნისტების აღტაცება გამოიწვია. იგი „ახალ შექსპირად“ აღიარეს. მისი პირველი დრამების ცენტრში დგას სრულიად დაუცველი, შეუბრალებელი და გაუგებარი ძალების მიერ დათრგუნული ადამიანი. მას მიაჩნდა, რომ დრამატულ პოეტიკას ხელს უშლის პიროვნული დაკონკრეტება და ამიტომ იგი ყოველმხრივ გაურბოდა ხასიათის ან რაიმე ისტორიული თუ სოციალური ნიშნის გამოყენებას. ასეა დაწერილი პატარა პიესები „დაუპატიჟებელი“, „იქ, შიგნით“, „ტანტაჟილის სიკვდილი“, „ბრმები“. იგი ამკვიდრებდა სტატიკის და დუმილის თეატრს. იგი განსაკუთრებული ძალით ავლენდა კაცთმოყვარეობას პიესა-ზღაპრებში „პელეასი და მელისანდა“, „ალადინა და პალომიდი“, „აგლავენა და სელიზეტა“, „არიანა და ლურჯწვერა“. შემოქმედების მომდევნო პერიოდში იგი რამდენადმე უახლოვდება რეალობას. ასეთი პიესებია: „მონნა ვანნა“, „ჟუაზელ“, „წმინდა ანტონიოს სასწაული“. 1908 წ. იგი ქმნის საკუთარი შემოქმედების გვირგვინს, ფილოსოფიურ პიესა-ზღაპარს „ლურჯი ფრინველი“. 1911 წ. მას მიანიჭეს ნობელის პრემია. 1919 წ. დაწერა ტრაგედია „სტილმონდის ბურგომისტრი“, რასაც მოჰყვა პატრიოტული პიესა „მიწის მარილი“. იგი სიცოცხლის ბოლომდე ქმნიდა პიესებს, თუმც მათში რაიმე ახალი აღარ შეუტანია. იგი მსოფლიოს მიერ აღიარებულ იქნა სიმბოლიზმის მამამთავრად თეატრსა და დრამატურგიაში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები