მოპირდაპირე რიცხვები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოპირდაპირე რიცხვები – ორი რიცხვი, რომელთა ჯამი ნულის ტოლია. მაგალითად: 5 და -5, √7 და - √7, 3 - 2i და –3 + 2i.
ნული ერთადერთი რიცხვია, რომელიც თავისი თავის მოპირდაპირეა.
ნამდვილი მოპირდაპირე რიცხვები რიცხვით ღერძზე გამოისახებიან ათვლის სათავის ე. ი. ნულის მიმართ სიმეტრიული წერტილებით. კომპლექსურ სიბრტყეზე მოპირდაპირე რიცხვები გამოისახებიან. ნულის მიმართ სიმეტრიული წერტილებით.