მონჟი გასპარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
MonJi gaspar.PNG

მონჟი გასპარ (1746 – 1818), ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი, პარიზის პოლიტექნიკური სკოლის დამაარსებელი და პროფესორი (1794-1814). მონჟმა გამოთვლა აგებით შეცვალა. მას ეკუთვნის ფუძემდებლური შედეგები მხაზველობით, ანალიზურ და დიფერენციალურ გეომეტრიებში; მრავალი შრომა მიუძღვნა გეგმილურ და უმაღლეს გეომეტრიას. მანქანათა მეცნიერების ერთ–ერთი შემქმნელი. გარდა ამისა, მან დიდი კვალი დატოვა მექანიკის ისტორიაში.

1786 წელს გამოქვეყნდა მონჟის „სტატიკის ელემენტარული ტრაქტატი“, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ახალი მექანიკის პირველ წიგნად.



წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები