მონაცემთა ბაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონაცემთა ბაზა – მონაცემთა მოწესრიგებული ერთობლიობა, რომელთა დანიშნულებაა (ეგმ-ის გარე მეხსიერების) ხანგრძლივი შენახვა და მუდმივი გამოყენება.

სიტყვა „ბაზა“ ხაზს უსვამს, რომ მონაცემთა ბაზა არის არა მონაცემთა შემთხვევითი შეკრება, არამედ წარმოადგენს მუდმივ საფუძველს ადამიანის (მონაცემთა ბაზის მომხმარებლის) კონკრეტული მოღვაწეობის რომელიღაც სახისათვის.

მონაცემთა სისტემაში მოყვანა, რომელიც მოსახერხებელი იქნება მუდმივი და მრავალჯერადი გამოყენებისათვის, წარმოადგენს კაცობრიობის კულტურის განუყოფელ ნაწილს, დაფუძნებულს დამწერლობაზე. კომპიუტერული მონაცემთა ბაზის წინამორბედები არიან ცხრილები, კატალოგები, სატელეფონო წიგნები, კალენდრები, რუქები და ატლასები, კართოტეკები და სხვა მრავალი სახის საცნობარო გამოცემები და დოკუმენტები.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები