მოლნარი ფერენც
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფერენც მოლნარი − (უნგრ. Molnár Ferenc, 1878-1952), უნგრელი დრამატურგი. თავის პირველ დრამატულ თხზულებებში „ბატონო დამცველი“, „ეშმაკი“, „გვარდიის ოფიცერი“ – ასახა ბურჟუაზიის და ბოჰემის ქალაქური ყოფა. ამას მოჰყვა ექსპრესიონიზმის გავლენით დაწერილი ტრაგიკომედია „ლილიომი“, ავანგარდისტული პიესა „წითელი წისქვილი“. შექმნა სოციალურ-სატირული კომედიები: „მგელი“, „რივიერა“, „ოლიმპია“, კომედიები „თამაში სასახლეში“, „ვახშამი“, „პროლოგი მეფე ლირისათვის“.