მოდულაცია (ხმის)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოდულაცია – (ლათ. modulatio – სიმწყობრე, განზომილება), უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მსახიობის მეტყველებაში, ტონალობათა ცვლა ტონალური ცენტრის გადაადგილების შედეგად არსებობს ფუნქციური, მელოდიურ-ჰარმონიული, კილოური მოდულაციის სახეობები. ხმის საიდუმლოებათა ცოდნას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პერსონაჟის ფსიქო-ფიზიკური დახასიათებისა და ნაწარმოების დრამატული პოეტიკის გადმოცემის პროცესში.