მოდულაცია (მუსიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოდულაცია – ერთი წყობიდან მეორეში გადასვლა, ტონალობის შეცვლა – ჰარმონიული მოქმედება, რომლის მეშვეობითაც ტონიკის, როგორც ტონალობის „ცენტრის“ მნიშვნელობა ერთი აკორდიდან მეორეზე გადადის.

2.(ჯაზი) – გადასვლა ახალ ტონალობაში და მუსიკალური ნაგებობის დამთავრება მასში, საესტრადო მუსიკაში მოდულაცია შედარებით უფრო ხშირად გამოიყენება, ვიდრე ჯაზში. ეს გამოწვეულია სრულფასოვანი იმპროვიზაციის უქონლობით საესტრადო მუსიკაში, რის გამოც საჭირო ხდება გამოსახვის სხვა ხერხების გამოყენება.

ჯაზში მოდულაცია უფრო ხშირად გამოიყენება დიდი ორკესტრებისათვის შექმნილ პიესებში, სადაკ იგი კონტრასტის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. ჩვეულებრივ ეს არის მოულოდნელი მოდულაცია ნახევარი, მთელი, ერთნახევარი, ორი, ორნახევარი ტონით ზემოთ, ან იშვიათად – ქვემოთ.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები