მნევისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მნევისი

მნევისი – ჰელიოპოლისის საკრალური შავი ხარი. მისი კულტის რეკონსტრუქცია XVIII დინასტიამდე ვერ ხერხდება, თუმცა სავარაუდოდ იგი გაცილებით უფრო ძველია, რადგან „ჰელიოპოლისის ხარი“ უკვე პირამიდების ტექსტებშია მოხსენიებული. მის დედად ატფიჰის თეთრი ძროხა ითვლებოდა. ახალი სამეფოს ტექსტები მას მოიხსენიებენ, როგორც რას მახარობელს, „რომელსაც სიმართლე მიაქვს ატუმთან“. მნევისი იმდენად მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული მზესთან, რომ რაღაც სახით ეხნატონმაც კი მიიღო მისი კულტი და ამარნაში სამარხი აუგო. მნევისი დაკავშირებული იყო ოსირისთანაც. პლუტარქეს თანახმად, მნევისი ოსირისის საკრალური ხარი იყო. გამოისახებოდა, როგორც ხარი რქებს შორის მზის დისკოთი. ჰელიოპოლისის ჩრდილოეთით აღმოჩენილია რამსეს II-ის და რამსეს VII-ის მეფობით დათარიღებული მნევისის ხარების სამარხები.




წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები