მიწაყარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიწაყარა (ლათ. Lactarius insulsus (Fr.) Fr. რუს. Груздь дубовый)
ქუდი – 12 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ბრტყელი, შემდეგ – ძაბრისებურად ჩაღრმავებული; ზოგჯერ ექსცენტრული; ზედაპირი ლორწოვანი, ყვითელი ან მოყვითალო-ნარიჯისფერი, უფრო მუქი კონცენტრული ზოლებით. ფირფიტები მოთეთრო-მოყვითალოა.
ფეხი – მოთეთროა, 5-10 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისაა, მოყვითალო ჩაღრმავებული ლაქებით.
რბილობი – სქელი, თეთრი, გადატეხისას ყვითლდება და გამოყოფს , თეთრ, ძალიან ცხარე რძისმაგვარ სითხეს.
სპორები – სფეროსებრია, ხორკლიანი ზედაპირით, ღია ჟანგ-მიწისფერი, 7-10 მკმ დიამეტრისა. სპორების მტვერი თეთრია.
იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან ტყეში, განსაკუთრებით, მუხნარებში ზაფხულ-შემოდგომით. იხმარება საჭმელად მხოლოდ დამწნილებული, წინასწარ გათუთქვის ან დალბობის შემდეგ.