მიჩი-იუკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიჩი-იუკი – ბუდისტური რწმენა–წარმოდგენების მიხედვით, ვინც თავის მოკვლას განიზრახავს, აუცილებელად თორმეტი ხიდი უნდა გაიაროს (მაგ., ქლიავის ხიდი, მწვანე ხიდი, ალუბლის ხიდი, ნიჟარის ხიდი, შეხვედრის ხიდი, ფერისცვალების ხიდი და ა.შ.). მიჩი-იუკი ყოველთვის წინ უძღვის დრამის ტრაგიკულ ფინალს. მიჩი-იუკის, ჩვეულებისამებრ, ახლავს მუსიკალური ფონი, რაც კაბუკის თეატრში დამკვიდრდა ჯოორურის გავლენით.