მიქლიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Miqlio.PNG

მიქლიო (ქათამბარკალა) (ლათ. Cantharellus cibarius Fr. რუს. Лисичка настоящая)

ქუდი – 10 სმ-მდე დიამეტრისაა, კვერცხისგულისფერი ან ღია ყვითელია, ხორციანი, მკვრივი, თავიდან ამობურცულია, შემდეგ – ბრტყელი, შეკეცილი კიდეებით; სიმწიფეში ძაბრისებრი, ან თათისებრი დანაკვთული შეკეცილი კიდეებით; ძარღვები დაღმავალია, სქელი, მეჩხერი და განშტოებულია ჩანგლისებურად, ნარინჯისფერია ან ყვითელი. ფეხი – 4-7X1-2-4 სმ, მკვრივი, ტიტველი, ცილინდრული, ზემოთ ფართო ძირისკენ დავიწროებული, ზედაპირი მშრალი და ქუდის ფერია.

რბილობი – თავიდან მოყვითალო, შემდეგ მოთეთრო, მშრალი, მკვრივი, მოქნილი, გემო მოცხარო, სოკოს სუნით.

სპორები – 7-10X4-6 მკმ, ელიფსისებური, გლუვია, ცხიმის წვეთებით, უფერო, სპორების მტვერი – მკრთალი ყვითელი.

იზრდება ნიადაგზე ზაფხულში და შემოდგომით წიწვიან და ფოთლოვან ტყეეებში, ხავსიან და ფოთლებიან ადგილებში, ხშირად – ჯგუფურად. საქართველოში ყველგან იზრდება. ერთ-ერთი საუკეთესო საჭმელი სოკოა.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები