მისკიეთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მისკიეთა − მისკიეთა თეთრყურძნიანი ჯიშის ყურძენი იყო და მაღლარების სახით ქედის რაიონის სოფელ სიხალიძეეში, მეძიბნაში და თვით ქედის მიდამოებში ვრცელდებოდა.

წერილობითი მასალები აჭარაში მისკიეთას წარმოშობის შესახებ არ მოგვეპოვება, მაგარამ სხვა ტიპის წყაროთი დასტურდება, რომ მისკიეთა ადგილობრივი წარმოშობის არ იყო. ჯიში XIX საუკუნის პირველ ნახევარში თურქეთიდან უნდა იყოს გადმოტანილი. ზოგი „მისკეთის” სახელწოდების ყურძენს ყირიმულ ჯიშად თვლიდა, თუმცა დადგინდა, რომ მისკიეთა და ყირიმული მისკეთი არაიდენტური ჯიშები იყო.

ქედის რაიონის სოფელ სიხალიძეების ზონაში მისკიეთას სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა ორას ორმოც დღემდე აღწევდა. ვაზი საშუალო ზრდა-განვითარების იყო. მაღლარად ზრდის გამო მის მოვლას არ აწარმოებდნენ. მისკიეთა საშუალო მოსავლიანობით ხასიათდებოდა. წლის კარგი ამინდის პირობებში ერთი ძირი მაღლარი ოცდაათ-ორმოცდახუთ კილოგრამ ყურძენს იძლეოდა. რქაზე ხშირად ორი მტევანი იყო განვითარებული, მხოლოდ არათანაბარი სიდიდის. ვაზის ძველი ნაწილებიდან წარმოშობილი ყლორტები მოსავალს არ იძლეოდა.


ლიტერატურა

რამიშვილი, 1948

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები