მურტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მირტი-დან)
მურტი – მირტი, (Mytrus communis, ); მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე, მირტისებთა ოჯახის წარმომადგენელი. აქვს თეთრი სურნელოვანი ყვავილი; უპირატესად სუბტროპიკულ და ტროპიკულ მხარეებში ხარობს.
მურტი – ბიბლიური მცენარე
მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე მურტი, ცნობილია ანტიკური ბერძნული მითოლოგიიდან, წმინდა მიწის, აგრეთვე ბერძნულ-რომაული სამყაროს მკვიდრნი მურტის გვირგვინით ამკობდნენ ახალდაქორწინებულთ. მურტის ფოთოლი შეიცავს ძვირფას ეთერზეთს, რომელსაც იყენებენ საკრალური დანიშნულებით მას ფართო გამოყენება აქვს აგრეთვე მედიცინაში, კულინარიასა და ლიქიორის წარმოებაში.
„ეკლის ადგილზე ალვის ხე ამოვა და ქაცვის ადგილზე მურტი ამოვა; და იქნება უფლისათვის სახელად და საუკუნო ნიშნად, რომელიც არ წაიშლება“. (ესაია 55,13)