მირზოევი სავალან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სავალან მირზოევი – დაიბადა 1986 წლის 29 აგვისტოს გარდაბანში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი (2003-2007).
სამუშაო გამოცდილება
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და კომუნალური მეურნეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (2006-2007)
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში, მთავარი სპეციალისტი, აპარატის უფროსი (2007-2008)
- რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აღმასრულებელი სამდივნოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, მინისტრის წარმომადგენელი ეროვნულ/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (2009-2013)
- საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე (2013-2016)
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): მაჟორიტარი, გარდაბნის №31 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეები“ -თავმჯდომარის მოადგილე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020), ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (29-12-2020)