მინჩაყი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინჩაყ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Минчакъ – „მძივი, თვალი“) – ბალყარეთსა და ყარაჩში ფართოდ იყო გავრცელებული რწმენა სხვადასხვა სახის თვლების ზებუნებრივი, მაგიური ძალისა და სამკურნალო თვისებების შესახებ. მაგალითად, სიყვითლით დაავადებული თასმით ატარებდა დიდი ზომის მონაცისფრო მძივს, ანგინით დასნეულებული – თეთრი ფერის მძივს, შარდის ბუშტის ანთებით დაავადებული – წითელი ფერისას. რევმატიზმის შემთხვევაში ავადმყოფები თეთრი, შავი და წითელი ფერის დახვეული ძაფით დიდ მუქ მძივს ატარებდნენ, ჩირქოვან მუწუკის გაჩენისას მტკივან ადგილზე ალისფერ მძივს ჯერ მოისვამდნენ, მერე კი წითელ თასმეზე აცმულს კისერზე იკიდებდნენ. მაგრამ განსაკუთრებულად ფასობდა მსხვილი მუქი ნაცრისფერი მძივები, რომლებსაც „თილსიმს“ (არაბ. თილსამი – თილისმა, ამულეტი) უწოდებდნენ. მიაჩნდათ, რომ თილსიმი არამარტო ავადმყოფობას კურნავდა, არამედ ადამიანს უბედური შემთხვევებისგანაც იცავდა.


ლიტერატურა

Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები