მინის მოზაიკური ფილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მინის მოზაიკური ფილა – მცირე (ხშირად კვადრატული) ზომის მოსაპირკეთებელი ფილა, რომელიც მზადდება გაუმჭვირი ფერადი მინისგან უწყვეტი გლინვის მეთოდით ზომით 20×20 და 25×25 სმ, სისქით – 5-6 მმ. გამოიყენება შენობა-ნაგებობების გარე და შიგა მოპირკეთებისათვის, აგრეთვე დეკორატიულ-მხატვრული მოზაიკური სამუშაოებისათვის.