მინდვრის ხვართქლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მინდვრის ხვართქლა – (Calystegia silvatica [Kit.] Griseb.); ოჯახი: ხვართქლასებრნი (Convolvutaceae). მრავალწლიანი ხვიარა ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები დიდი ზომისაა, 4-10 სმ სიგრძისა და კვერცხისებური, სამკუთხა ფორმის. ძირში გულისებურ-ისრისებური ან ისრისებური. ზედა ფოთლები მოგრძო-სამკუთხაა. ყვავილები მარტოულია და იღლიური. ყვავილი დიდი ზომისაა, თეთრი. ყვ. ნაყ. VI-IX. გავრცელებულია ტყის პირებში, ბუჩქნარებში, ნაკადულების ტერასებზე. კახეთში გვხვდება საკმაოდ ხშირად, მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ თელავის მიდამოებში. გვხვდება თითქმის მთელ ტყიან საქართველოში.