მინდელი ირაკლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ირაკლი მინდელი – დაიბადა 1966 წლის 4 თებერვალს თბილისში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი (1990); ასპირანტურა (1993). სამხედრო სამსახური (1984-86).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს პარლამენტის წამყვანი სპეციალისტი (1992-94);
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე (1994-95).
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით - ბლოკი „აღორძინება“, ფრაქცია „სოციალისტის“ თავმჯდომარე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და თვითმმართველობის კომიტეტის, რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის, წევრი.