მინაშვილი აკაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აკაკი მინაშვილი – დაიბადა 1980 წლის 24 სექტემბერს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (2003).
სამუშაო გამოცდილება
- სტუდენტური თვითმმართველობის ასოციაცია (1999-2000)
- თავისუფლების ინსტიტუტი, იურისტი (2001-2003); აღმასრულებელი დირექტორი (2004-2007)
- ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია, ინტერნი (2004)
- ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, ლექტორი (2004-2007)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი (2005-2007)
- საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, დეპარტამენტის დირექტორი (2007-2008)
პარლამენტის წევრი
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015