მინარეთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მინარეთი - („მინარა“ – „სინათლის ადგილი“, „შუქურა“). მიზგითის მაღალი კოშკი, საიდანაც მუეძინი სალოცავად მოუწოდებს მუსლიმანებს. ძველად მას ჰქონდა ოთხკუთხა გეგმა, მოგვიანებით მინარეთის ცილინდრული ფორმა დამკვიდრდა.