მივდრეკ ჭენებით დაცემად
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მივდრეკ ჭენებით დაცემად - დაძგერებით, დაჯახებით. ამ მნიშვნელობას ატარებს ამ შემთხვევაში სიტყვა „ჭენება“ მივიდრიკე დასაცემად, ანუ კინაღამ დავეცი („მივდრეკ დაცემად“), მაგრამ უფალი შემეწია მე „უფალმან ხელი აღმიპყრა მე“ .
აქ შეიძლება ვიგულისხმოთ აგრეთვე ადამიანის სულიერი მდგომარეობა, რომელიც ბოროტ ძალთა შემოტევის გამო მიიდრიკა დასაცემად, კინაღამ დაეცა სულიერად, მაგრამ უფალმა დაიფარა იგი
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი