მიახლოებითი გამოთვლები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიახლოებითი გამოთვლები – გამოთვლები, რომლებშიც მიახლოებითი მოცემულობები და შედეგი რიცხვები შესაბამისი სიდიდეების მნიშვნელობების მიახლოებით გამომსახველი რიცხვებია. მიახლოებით გამოთვლებს აწარმოებენ ამოცანების რიცხვითი მეთოდებით ამოხსნის დროს.
თუ a არის რაიმე სიდიდის ზუსტი მნიშვნელობა, ხოლო x - მიახლოებითი მნიშვნელობა, მაშინ წერენ x≈a.