მთაწმინდა (თბილისი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთაწმინდა

მთაწმინდა − მთა თბილისში, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი შტოქედის დაბოლოება. სიმაღლე ზღვის დონიდან – 770 მ. შედის ქალაქ თბილისის ფარგლებში. სახელი მიიღო ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავანისათონის მთის მიხედვით. მთაწმინდის პლატოზე გაშენებულია კულტურისა და დასვენების პარკი, რომელიც საავტომობილო და საბაგირო გზით უკავშირდება ქალაქს; გაყვანილია ფუნიკულიორი. მთაწმინდის აღმოსავლეთ კალთაზეა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი. მთაზე დგას სატელევიზიო ანძა.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები