მზე შინა და მზე გარეთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მზე შინა და მზე გარეთა“ – უძველესი საწესო საძეობო სიმღერა. სრულდებოდა ბავშვის დაბადების აღსანიშნავ წვეულებაში... საძეობო სიმღერად მოიხსენიებს მას იოანე ბატონიშვილი („კალმასობა“) და ალ. ჯამბაკურ-ორბელიანი („ივერიანელთა გალობა, სიმღერა და ღიღინი“) ლექსი წარმართობის დროინდელია და გამოხატავს მზის თაყიანისეცემას. „მზე შინა“ ადამიანის დაბადებით მოწვეული სიხარულის გადმოცემაა. ამ ტიპის სიმღერები კაცობრიობის განვითარების იმ ეტაპზეა შექმნილი, როცა გამრავლების აუცილებლობის შეგნება მაღალ დონეზე იყო ასული. ეს სიმღერა გამოხატავს ქართველი ხალხის ისტორიულ ბედსაც:

მზე დაწვა და მთვარე შობა, მზევ შინ შემოდიო,
ჩვენ ვაჟი დაგვბადებია, მზევ შინ შემოდიო,
დუშმანსა ქალი ჰგონია, მზევ შინ შემოდიო.

საგალობელი ნათლად ასახავს ხალხის სიხარულს ვაჟის შეძენით გამოწვეულს. ქართული საძეობო სიმღერის მრავალი ვარიანტია ცნობილი. მათში მეტ-ნაკლებად დაცულია ძველი სარიტუალო წესის ელემენტები. მაგალითად, ცხვრის მსხვერპლად შეწირვა.

„მზევ შემოდი ბაკებსაო, მზევ შინ შემოდიო,
ცხვარს დაგიკლავ მაკესაო, მზევ შინ შემოდიო...

საძეობო „მზე შინა და მზე გარეთამ“ გამოხატულება ჰპოვა ლიტერატურაში. ქართველი პოეტები ხშირად მიმართავენ მას (ალ. ჭავჭავაძე, გრ. ორბელიანი, გ. ლეონიძე და სხვ.).

ფ. ზანდუკელი


ლიტერატურა

  • ივ. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, 1938;
  • გრ. ჩხიკვაძე, სამუსიკო საკრავი ებანი და მისი რაობა. მასალები საქ. ეთნოგრაფიისათვის, VII, 1955
  • ვ. კოტეტიშვილი, ხალხური პოეზია, 1961;
  • ა. ღვინიაშვილი, ნარკვევები ქართული საბავშვო ლიტერატურის ისტორიიდან, 1962;
  • ქართული ხალხური პოეზია, I, მითოლოგიური ლექსები, მ. ჩიქოვანის რედაქციით, 1972.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები