მეუნარგია ვახტანგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვახტანგ მეუნარგია – დაიბადა 1935 წლის 25 სექტემბერს ზუგდიდში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენური ფაკულტეტი (1959); ასპირანტურა (1962).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).