მეტრეველი პეტრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პეტრე მეტრეველი – დაიბადა 1941 წლის 29 სექტემბერს თბილისში. — ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1958-1963); ასპირანტურა (1970).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი (1964-1980)
- სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის ფაკულტეტის დეკანი (1980-1992)
- საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი (1992-2000)
- თსუ, იუნესკოს ცენტრის ხელმძღვანელი (2002-2004)
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი;
- საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი (2008-2010);
- ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი (2010-2014): პარტიული სიით - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი (01.01.2002).