მესროპ მაშტოცის სახელობის ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მესროპ მაშტოცის სახელობის ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ქართული ხელნაწერები – სომხეთში, ერევანში, მესროპ მაშტოცის სახელობის ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტში (მატენადარანში) დაცული ქართული ხელნაწერების კოლექცია შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს:

  • საკუთრივ ქართული ხელნაწერები;
  • სომხური ხელნაწერების ყდის საცავ ფურცლებად გამოყენებული ქართული ხელნაწერი ფურცლები;
  • ქართული ხელნაწერების ფრაგმენტები.

ზემოთ დასახელებული კოლექციებიდან არც ერთის კატალოგი შედგენილი არ არის. ამდენად, სომხეთში დაცული ხელნაწერებისა და ფრაგმენტების შესახებ ინფორმაციისათვის ვეყრდნობით საკითხის ირგვლივ არსებულ ცალკეულ პუბლიკაციებს (Марр 1913: 389-398; მაჭავარიანი 1961:141-154; ჭანკიევი 1975: 5-14; შარაშიძე 1986 (b): 114-121; ცინდელიანი 1989: 38-50), კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთ ეროვნულ ცენტრში დაცულ ფოტოპირებს, საარქივო მასალას (ი. აბულაძის, ქ. შარაშიძისა და ცენტრის სამეცნიერო არქივებს), ტიტუსის საძიებო სისტემაში განთავსებულ ინფორმაციას1, აგრეთე სომხური ხელნაწერების სომხურენოვან აღწერილობებს, რომლებშიც რიგ შემთხვევებში მოცემულია ინფორმაცია სომხურ ხელნაწერებში დაცული ქართულენოვანი საცავი ფურცლების შესახებ2. უკანასკნელ წლებში დაიბეჭდა საცავი ფურცლებისკვლევის საინტერესო შედეგები ტექსტების თანხლებითურთ (Gippert 2009: 584-603). დაუზუსტებელი ინფორმაციით, მატენადარანში დაცულია 35-მდე ქართული ხელნაწერი წიგნი, ყდის საცავად გამოყენებული 186 ფურცელი და ცალკე არსებული 40 ფრაგმენტის 111 ფურცელი. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე:

სარჩევი

უცხოურ ხელნაწერთა ფონდი №161: სახარება

XIII ს. ძირითადი ტექსტი 275 ფ.; + 2 მინაწერებიანი ფორზაცი. ტყავგადაკრული, მოჭედილი ტვიფრული ხის ყდა. ხელნაწერი წლების განმავლობაში ეჩმიაძინში, საეკლესიო მუზეუმში, ინახებოდა. მის შესახებ პირველადი, მოკლე საკატალოგე ინფორმაცია 1960 წელს ჟურნალ „ეჩმიაძინის“სექტემბრის თვის ნომერში დაიბეჭდა (Էջմիածին 1960: 61-62). ხელნაწერს მრავლად ახლავს მემორიალური და მოსახსენიებელი წარწერები. 274r გვერდზე არსებული მინაწერით ირკვევა, რომ ხელნაწერი ტაოკლარჯული უნდა იყოს: „ქრისტე ღმერთო, შეიწყალე იშხნელი მთავარეფისკოპოზ მაკ[ა]რჲ, შეუნდვენ ღმერთმან...“ ხელნაწერი მოხატულია. სახელოვნებათმცოდნეო ლიტარეტურაში მიღბულია მოსაზრება, რომ ეჩმიაძინის ოთხთავი მოხარულობის თვალსაზრისით ვანის (ხეც A-1335) ოთხთავს იმეორებს (მაჭავარიანი 1961: 141-154). ხელნაწერი ტექსტოლოგიური თვალსაზრისითაც ვანის ოთხთავიდან მომდინარეობს (ჭანკიევი 1975: 5-14).

მატენადარანის №13 (2922). მდივნობის სასწავლო წიგნი

ხელნაწერი იშვიათი არქიტექტონიკისაა, წარმოადგენს არა მდივნის ყოველგვარი დოკუმენტების მექანიკურად გაერთიანებულ არქივს, არამედ სანიმუშო საბუთების ნაკრებს. საინტერსოა პედაგოგიკური თვალსაზრისითაც, ყვე- ლა დოკუმენტს ავთენტურობის ბეჭედი უზის. ერთვის დავით გურამიშვილის ლექსი (შარაშიძე 1986: 119).

მატენადარანის №14. ჟამნი.

XVIII ს. I ნახევარი. ახლავს საინტერესო მინაწერები, მათ შორის XVIII ს. II ნახევრის აფხაზეთის საკათალიკოსოში არსებული საეპისკოპოსო კათედრების ნუსხა:

ქ: ქათალიკოზი ქ: ქათალიკოზი
ქ: ქუთათელი ქ: ხოფელი
ქ: გენათელი ქ: ჯუმათელი
ქ: მთავარეპისკოპოზი ქ: შემოქმედელი
ქ: ჩაისელი ქ: ხინოწმიდელი
ქ: ჭერენჭიხელი (წალენჯიხელი?) ქ: დრანდელი
ქ: ცაგერელი ქ: მოქველი
ქ: ნიკორწმიდელი ქ: ბედიელი


სომხური ხელნაწერების საცავ ფურცლებად გამოყენებული ქართული ფრაგმენტები

№21 – თავსა და ბოლოში ეტრატის ორ-ორი ფურცელი, საგალობლები. X ს. ნუსხური.
№145 – თავსა და ბოლოში ეტრატის თითო ფურცელი, ფსალმუნი, XVI ს. ნუსხური.
№169 – თავსა და ბოლოში თითო ფურცელი, ბიბლია, XII ს. ნუსხური.
№222 – თავში ორი შუაზე გაკეცილი ფურცელი, ტოვებს ოთხი ფურცლის შთაბეჭდილებას, თვენი. XIII-XIV სს. ნუსხური.
№223 – თავსა და ბოლოში ეტრატის თითო ფურცელი, ბიბლია (II ნეშტთა). XIII ს. ნუსხური.
№225 – თავში ეტრატის ერთი ფურცელი, თვენი. XII ს. ნუსხური.
№235 – თავში ორი ფურცელი, იოანეს სახარება, XII ს. ნუსხური.
№245 – თავში ეტრატის ერთი ფურცელი, საგალობელი, XIII ს. ნუსხური.
№303 – თავსა და ბოლოში ეტრატის თითო ფურცელი, ნუსხური. XI ს. ოთხთავი.
№333 – ბოლოში ეტრატის ორი ფურცელი, ნუსხური. XII-XIII სს. თვენი (ივლისი).
№592 – თავსა და ბოლოში თითო ფურცელი, ნუსხური. XI ს. მამათა სწავლანი.
№719 – თავსა და ბოლოში ეტრატის ორ-ორი ფურცელი, ნუსხური. XII ს. ბიბლია (II მეფეთა, I ნეშტთა).
№744 – თავში ეტრატის ერთ ფურცელი, ასომთავრული. X ს. ჰაგიოგრაფია (აბიბოს წამება).
№799 – თავსა და ბოლოში ეტრატის ორი ფურცელი, ასომთავრული. X ს. ოთხთავი.
№834 – თავში ეტრატის ორი ფურცელი, ნუსხური. XI ს. სვინაქსარი.
№891 – თავსა და ბოლოში ეტრატის თითო ფურცელი, ნუსხური. XII ს. ბიბლია (ნეშტთა).
№961 – თავსა და ბოლოში ეტრატის თითო ფურცელი, ნუსხური. XI ს. ოთხთავი.
№966 – თავში ეტრატის ერთი ფურცელი, ნუსხური. XIII-XIV სს. ლექციონარი.
№1024 – თითო ფურცელი თავსა და ბოლოში, ნუსხური. XII ს. ბიბლია (ნეშტთა).
№1071 – თავში ეტრატის ერთი ფურცელი, X ს. პალიმფსესტი. ბიბლია (გამოსლვათა).
№1137 – თავსა და ბოლოში ეტრატის ორ-ორი ფურცელი, ნუსხური. XIV-XV სს. თვენი.
№1189 – თავსა და ბოლოში ეტრატის თითო ფურცელი, ნუსხური. XIII-XIV სს. თვენი.
№1253 – თავსა და ბოლოში ეტრატის თითო ფურცელი, ნუსხური. XI ს. იადგარი (აქვს სანოტო ნიშანი).
№1262 – ფურცელთა რაოდენობა უცნობია, ნუსხური, XII-XIII სს. ბიბლია ( II მეფეთა).
№1304 – ეტრატის ორად გაკეცილი ერთი ფურცელი, ნუსხური. XIV ს. თვენი.
№1318 – ბოლოში ერთი ფურცელი, ნუსხური. XIII ს. ბიბლია.
№1319 – ბოლოში ყდაზე მიწებებული, დიდი ფორმატის ფურცელი; მასალა უცნობია; ნუსხური.
XIII ს. ბიბლია (IV მეფეთა).
№1320 – თავსა და ბოლოში ეტრატის ორ-ორი ფურცელი, ნუსხური. XII-XIII სს. ბიბლია (ნეემია).
№1334 – ფურცელთა რაოდენობა უცნობია; ქაღალდი, მხედრული. XVIII-XIX სს. იგავები.
№1335 – თავსა და ბოლოში ეტრატის თითო ფურცელი, ასომთავრული. X ს. ლექციონარი.
№1427 – თავსა და ბოლოში ორი ფურცელი, ნუსხური. XI-XII სს. პავლენი.
№1428 – თავსა და ბოლოში ორ-ორი ფურცელი, მაგრამ სხვადასხვა ტექსტია, ნუსხური. თავში XIII ს. თვენი. ბოლოში XI ს. პავლენი.
№1554 – თავსა და ბოლოში ორ-ორი ფურცელი, ნუსხური. XII ს. ბიბლია (ნეშტთა).
№1561 – თავში ეტრატის ორი ფურცელი, ნუსხური. XIV-XV სს. ლოცვანი.
№1615 – ბოლოში ეტრატის ფურცელი, ასომთავრული. X ს. პეტრეს წამება (?).
№1625 – ბოლოში ეტრატის ერთ ფურცელი, ასომთავრული. X ს. ლექციონარი.
№1659 – თავსა და ბოლოში თითო ფურცელი, ნუსხური. XII-XIII სს. ახალი ტიპის ლექციონარი.
№1694 – თავსა და ბოლოში თითო ფურცელი, ნუსხური. XIII-XIV სს. ბიბლია (II ნეშტთა).
№1712 – თავსა და ბოლოში თითო ფურცელი, დაზიანებული, ნუსხური. XV ს. ფსალმუნი.
№1715 – ბოლოში ერთ ფურცელი, ნუსხური. XIII ს. ლიტურგიკული კრებული.
№1912 – ბოლოში ქაღალდის ორი ფურცელი, ნუსხური. XIV-XV სს. თვენი.
№1981 – თავსა და ბოლოში ეტრატის თითო ფურცელი, ნუსხური. XII ს. თვენი.
№2076 – თავსა და ბოლოში ეტრატის თითო ფურცელი, ნუსხური. XII-XIII სს. თვენი.
№2116 – თავში ეტრატის ორი, ბოლოში კი ერთი ფურცელი. მეორე მოხეულია, ნუსხური. XV-XVI სს. ავგაროზი.
№2178 – ეტრატის ერთი ფურცელი, ასომთავრული. X ს. ლექციონარი.
№2276 – ბოლოში პერგამენტის ორი ფურცელი, ნუსხური. XI ს. ლექციონარი.
№2277 – თავში ორი ფურცელი, ნუსხური. XIV ს. თვენი.
№2380 – თავსა და ბოლოში ეტრატის თითო ფურცელი, ნუსხური. XIII-XIV სს. თვენი.
№2400 – თავსა და ბოლოში ეტრატის თითო ფურცელი, მხედრული. XVI-XVII სს. რაობა გაურკვეველია.
№2401 – თავში და ბოლოში ორი ფურცელი, ნუსხური. XIII ს. ახალი ტიპის ლექციონარი.
№2515 – ბოლოში ერთ ფურცელი, ნუსხური. XIII ს. ლექციონარი.
№2607 – თავში პერგამენტის ერთ ფურცელი, ნუსხური. X-XI სს. ლექციონარი.
№2660 – თავსა და ბოლოში თითო პერგამენტის ფურცელი, ასომთავრული. IX-X სს. კრებული ან ჟამნი (გავს შატბერდის კრებულის ხელს).
№2806 – თავში ეტრატის ერთი ფურცელი, დაზიანებული, მხედრული. შესაძლებელია იყოს ისტორიული დოკუმენტი.
№2846 – თავში ეტრატის ორი ფურცელი, ნუსხური. XIII ს. სვინაქსარი (იხ. №5623).
№2901 თავსა და ბოლოში ქაღალდის ორ-ორი ფურცელი, მხედრული. XVIII ს. რაობა გაურკვევეია.
№3001 – თავსა და ბოლოში ორად გაკეცილი ეტრატის ფურცელი, ნუსხური. XII-XIII სს. ბიბლია (II მეფეთა. უნდა იყოს №6653 ნაწილი).
№3050 – თავში ერთ ფურცელი, ნუსხური. XIV- XV სს. თვენი.
№3207 – ფურცელთა რაოდენობა უცნობია, ახლავს მხედრული მინაწერები, XVIII ს.
№3285 – თავსა და ბოლოში თითო ფურცელი სხვადასხვა ხელნაწერიდან, XV ს. ნუსხური. ნაწყვეტი ლიტურგიკული კრებულიდან.
№3330 – თავსა და ბოლოში ეტრატის ორი ფურცელი, ნუსხური. X ს. მრავალთავი.
№3602 – თავსა და ბოლოში თითო ფურცელი, ნუსხური. XIII ს. საკითხავები.
№3716 – ეტრატის ერთი ფურცელი, ასომთვრული. X ს. სახარება.
№3758 – ბოლოში ეტრატის ორი ფურცელი, ნუსხური. XIII ს. სწავლანი.
№4640 – თავში ორი ფურცელი, ნუსხური. XIII-XIV სს. საკითხავები.
№4642 – ბოლოში ეტრატის ერთ ფურცელი, ნუსხური. XI ს. ბოლო. თვენი.
№5623 – თავში ეტრატის ერთი ფურცელი, ნუსხური. XI ს. სვინაქსარი (რიფსიმიანთა წამების ნაწილი).
№5633 – თავსა და ბოლოში ეტრატის ორი ფურცელი, ასომთავრული. X ს. ოთხთავი.
№5906 – თავსა და ბოლოში ორი ფურცელი, ნუსხური. XIII-XIV სს. თვენი.
№6186 – თავსა და ბოლოში ეტრატის ორი ფურცელი, ნუსხური. XI ს. სვინაქსარი.
№6414 – ბოლოში ეტრატის ერთ ფურცელი, ნუსხური. XI ს. სვინაქსარი.
№6474 – ბოლოში ეტრატის ერთი ფურცელი, ნუსხური. XVI ს. ლიტურგიკული კრებული, შესაძლოა კურთხევანი.
№6504 – თავში ქაღალდის ორი ფურცელი, ნუსხური. XVI ს. თვენი (?).
№6560 – თავში ეტრატის ერთი ფურცელი, ასომთავრული. IX-X სს. ოთხთავი.
№6653 – თავსა და ბოლოში ეტრატის ორ-ორი ფურცელი, ნუსხური. XII-XIII ს. ბიბლია (III მეფეთა).
№6705 – თავსა და ბოლოში ორ-ორი ფურცელი, ნუსხური. XIII-XIV სს. თვენი.
№6775 – თავსა და ბოლოში თითო ფურცელი, XI ს. იადგარი ან თვენი (გავს ათონურ ხელს).
№6792 – ბოლოში ერთ ფურცელი, ნუსხური. XI-XII სს. სვინაქსარი.
№6996 – თავში ეტრატის ორი ფურცელი, ნუსხური. XI ს. ოთხთავი.
№7088 – ეტრატის ერთი ფურცელი, ნუსხური. X-XI სს. ლექციონარი (№2276 ტიპის).
№7125 – თავსა და ბოლოში თითო ფურცელი, ნუსხური. XIII. ბიბლია (ტობი).
№7634 – თავსა და ბოლოში ეტრატის თითო ფურცელი, ასომთავრული. X ს. ოთხთავი.
№7641 – თავში ქაღალდის ერთი ფურცელი, მხედრული. გვიანდელი კალიგრაფია. რაობა გაურკვეველი.
№7721 – თავსა და ბოლოში ორ-ორი ფურცელი, ნუსხური. XII ს. საკითხავები.
№ 7956 – ქაღალდის ერთი ფურცელი, მხედრული. XVI-XVII სს. საერო შინაარსის. ნაწერია სომხური ასოებით ქართული ტექსტი.
№8112 – თავსა და ბოლოში ეტრატის თითო ფურცელი, ასომთავრული. X ს. ლექციონარი.
№8452 – თავში პერგამენტის ერთ ფურცელი, მხედრული. XV ს. სასულიერო შინაარსის ტექსტი.
№8624 – თავში ორი და ბოლოში ერთი ფურცელი, ნუსხური. XI-XII ს. წმ. ჯვრის შესახებ (მრავალთავიდან ?)
№8679 – თავსა და ბოლოში ეტრატის თითო ფურცელი, ასომთავრული. IX-X სს. ოთხთავი.
№8940 – თავში ეტრატის ერთი ფურცელი, თვენი.
№9311 – თავში ორი ფურცელი, ნუსხური. XIV ს. კურთხევანი.
№10257 – თავსა და ბოლოში ეტრატის ორ-ორი ფურცელი, ასომთავრული. X-XI სს. ღვთისმშობლისანი.
№10350 – თავში ეტრატის ორი ფურცელი, ნუსხური. XII-XIII სს. ბიბლია (მეფეთ ან ნეშტთა წიგნი, 1320-ის ნაწილი უნდა იყოს).

გარდა ზემოხსენებული ხელნაწერებისა, საარქივო მასალაში მითითებულია შემდეგი შიფრები, რომელთა შესახებაც დაზუსტებული მონაცემები არ გვაქვს: №5134 – საკითხავი; №1725 – ტობი, №1544; №1973.

ფრაგმენტები ქართული ხელნაწერების ცალკე სახით არსებული ფრაგმენტების შესახებ ინფორმაცია მოგვაქვს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის არქივში (სამეცნიერო ნაწილი) დაცული საარქივო მასალის მიხედვით. ქართულ ფრაგმენტებს მინიჭებული აქვთ ზრდადი ნუმერაცია:

1. ოთხთავი, 4 ფ.; ეტრატი; ნუსხური. X ს.
2. ოთხთავი, 1 ფ.; ეტრატი; ასომთავრული. XI ს.
3. სვინაქსარი, 1 ფ.; ეტრატი; ნუსხური. XI ს.
4. წყაროების რასათის წიგნი, 16 ფ.; ქაღალდი; ნუსხური. 1861 წ.
5. სვინაქსარი, 2 ფ.; ეტრატი; ნუსხური. XI ს.
6. ბიბლია, 12 ფ.; ქაღალდი; ნუსხური. XII ს.
7. ლექციონარი, 2 ფ.; ეტრატი; ასომთავრული. X ს.
8. ბიბლია, 3 ფ.; ქაღალდი; ნუსხური. XIII ს.
9. ოთხთავი, 1 ფ.; ქაღალდი; ნუსხური. XVI ს.
10. სვინაქსარი, 10 ფ.; ეტრატი; ნუსხური. XI ს.
11. სვინაქსარი, 5 ფ.; ეტრატი; ნუსხური. XI ს.
12. ისტორიული დოკუმენტი, 1 ფ.; ეტრატი; მხედრული. XIII ს.
13. ისტორიული დოკუმენტი, 1 ფ.; ქაღალდი; მხედრული. XVII ს.
14. სვინაქსარი, 1 ფ.; ეტრატი; ნუსხური. XII ს.
15. სვინაქსარი, 1 ფ.; ეტრატი; ნუსხური. XVI ს.
16. ფსალმუნი, 1 ფ.; ქაღალდი; ნუსხური. XIV ს.
17. ფსალმუნი, 4 ფ.; ქაღალდი; ნუსხური. XVI ს.
18. საფლავის ქვის წარწერა, ასლი. 1 ფ.; ქაღალდი; მხედრული, XIX ს.
19. ნაწყვეტი ლიტურგიკული კრებულიდან, 1 ფ.; ეტრატი; ნუსხური. XII ს.
20. ძილისპირნი, 2 ფ.; ქაღალდი; ნუსხური. XVI-XVII სს.
21. თვენი, 2 ფ.; ეტრატი; ნუსხური. XIს.
22. ნაწყვეტი ლიტურგიკული კრებულიდან, 1 ფ.; ეტრატი, ნუსხური. XV-XVI სს.
23. ეტრატის 1 ფურცელი ნუსხურად ნაწერი (დაზიანებული).
24. ნაწყვეტი ლიტურგიკული კრებულიდან, 2 ფ.; ეტრატი; ნუსხური. XVI ს.
25. ნუსხურად ნაწერი 1 ფურცლის ნაწყვეტი, ეტრატი; XIII-XIV სს.
26. საკითხავთა წიგნი სამოციქულოდან, 2 ფ.; ეტრატი; ნუსხური. XII ს.
27. კურთხევანი, 11 ფ.; ქაღალდი; ნუსხური. XVIს.
28. მარხვანი, 1 ფ.; ქაღალდი; ნუსხური. XVს.
29. ნაწყვეტი ლიტურგიკული კრებულიდან, 2 ფ.; ეტრატი; ნუსხური. XIIს.
30. ნაწყვეტი ლიტურგიკული კრებულიდან, 1 ფ.; ქაღალდი; ნუსხური. XV-XVIIსს.
31. ნაწყვეტი ლიტურგიკული კრებულიდან, 4 ფ.; ქაღალდი; ნუსხური. XVIს.
32. ევსები პამფილიელი, ცხოვრება და მოქალაქეობა სილიბისტროსი, რომთა პაპისა, 1 ფ.; ეტრატი; ნუსხური. XI ს.
33. იგავები, 2 ფ.; ქაღალდი; მხედრული. XVIII ს.
34. იოანე ოქროპირი მოწამეთათვის, მრავალთავი, 1 ფ.; ეტრატი; ნუსხური. X ს
35. ნაწყვეტი ლიტურგიკული ხასიათის კრებულიდან, 2 ფ.; ეტრატი; ნუსხური. XVI ს.
36. ლოცვანი, 1 ფ.; ქაღალდი; მხედრული. XV ს.
37. ზანდუკი (საძიებელი) წმინდათა ცხოვრებიდან, 1 ფ.; ეტრატი; ნუსხური. XV ს.
38. ნუსხურად ნაწერი ერთი ფურცელი,1 ფ.; ეტრატი; XIII ს.
39. ნიკოლოზ ორბელიანი, შვიდთა ცოდვათათვის, 1 ფ.; ქაღალდი; მხედრული. XVIII ს.
40. მამათა სწავლანი, 3 ფ.; ეტრატი; მთავრული. X ს.

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები