მეპურყველე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეპურყველე − ან მეპურსატნე (ხევსურულად: სატანი – ყველი), პურისა და ყველის მჭამელი. ასე შეარქვეს ღვთისშვილებმა გახუა მეგრელაურს, რომელსაც სამ დღეს უნდა ემარხულა, მაგრამ მეორე დღეს სულმოკლეობა გამოიჩინა: პურს წყლის ნაცვლად ყველი შეატანა და, ამრიგად, ის, ვინც მეპურწყლე უნდა ყოფილიყო, მეპურყველე გახდა.