მენგერი კარლი
მენგერი კარლი - (Menger Carl) (დ. 1840 - გ. 1921), ავსტრიელი ეკონომისტი, ავსტრიული ეკონომიკური სკოლის ფუძემდებელი. ზღვრული სარგებლიანობაზე აგებული ფასეულობის თეორიის ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი (მისგან დამოუკიდებლად ეს თეორია შექმნეს აგრეთვე ჯევონსმა და ვალრასმა). საქონლის ფასეულობას განსაზღვრავს მისი სარგებლიანობა და არა წარმოების დანახარჯები – ეს თეზა საფუძვლად დაედო მენგერის შემოქმედებას, რითაც იგი (ისევე როგორც ბევრ სხვა ეკონომისტს) დაუპირისპირდა ინგლისური კლასიკური სკოლის წარმომადგენლებს.
დოვლათის ზღვრული სარგებლიანობის შეფასებაში მენგერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მის იშვიათობას. როდესაც დოვლათის რაოდენობა იზრდება, ზღვრული სარგებლიანობა მცირდება. მენგერის მიერ დამტკიცებულმა ამ დამოკიდებულებამ კლებადი ზღვრული სარგებლიანობის კანონის სახელწოდება მიიღო. მენგერს ეკუთვნის აგრეთვე ფაქტორული შემოსავლების განაწილების თეორია.