მენანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მენანდრე

მენანდრე − (ძვ. ბერძ. Μένανδρος; დაახლ. 343-291 ძვ.წ.), ძველბერძენი დრამატურგი. ახალი ატიკური კომედიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი. მის მიერ შექმნილი 100-ზე მეტი კომედიიდან, მთლიანი სახით შემორჩა მხოლოდ ერთი „პირქუში“ და ნაწყვეტები – „სამედიატორო სასამართლო“, „მოჭრილი ნაწნავი“, „მიწათმოქმედი“, „გმირი“. რომაული დრამატურგიის მეშვეობით (პლავტუსი, ტერენციუსი), რომლებიც უხვად საზრდოობდნენ მისი კომედიებით, მენანდრემ მოახდინა დიდი ზეგავლენა მე-16-17 სს. ახალ დასავლეთევროპულ კომედიაზე, მდაბიოთა დრამის თეორიასა და პრაქტიკაზე.






წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები