კავკასიძე მელქისედეგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მელქისედეგ კავკასიძე-დან)
კავკასიძე მელქისედეგ — (XVIII ს.), მწიგნობარი. ვახტანგ მეექვსის კარის მდივანი. მის შესახებ მცირე ცნობები გვაქვს. ვახტანგის ამალას გაჰყვა რუსეთში, სადაც კულტურულ-საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა, მონაწილეობდა სასტამბო-საგამომცემლო საქმიანობაში. მას გადაუნუსხავს ვახტანგ მეექვსის ლექსთა კრებული, რამდენჯერმე გადაუწერია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი. მის მიერვეა გადაწერილი პროკლე დიადოხოსის „კავშირნი“, „ქილილა და დამანა“… ეწეოდა პოეტურ მოღვაწეობასაც. მას ეკუთვნის ცნობილი ორტაეპედი: „სულხან-საბა ორბელის ძე სიბრძნით აღხდა ორბების ზე“.