მელიქიშვილი ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზურაბ მელიქიშვილი – დაიბადა 1971 წლის 15 თებერვალს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი (1993).
სამუშაო გამოცდილება
- იუსტიციის მინისტრის კაბინეტის უფროსი (2000-2001);
- სახელმწიფო მინისტრი რეგიონულ საკითხებში (2004);
- პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში (2004-2012).
პარლამენტის წევრი
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი.