მეკელაინი რიხარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიხარდ გეორგ მეკელაინი – (დ. 13 სექტემბერი 1880, სოფ. არნშტაინი, ბავარია, – გ. 4 დეკემბერი 1948, ბერლინი), გერმანელი ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ქართველოლოგი და სლავისტი.

დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. 1914-იდან მუშაობდა ბერლინის სამეფო (1919-იდან პრუსიის) სახელმწიფო ბიბილიოთეკაში. 1921-იდან ბერლინის უნივერსიტეტში კითხულობდა ქართული, რუსული, პოლონური, სამხრეთ სლავური და ესპანური ენების კურსს.

1922 მისი ინიციატივით ბერლინში შეიქმნა „რუსთაველის საზოგადოება“. ამავე წელს დააარსა ჟურნ. „მორგენლანდი“ (Morgenland), რომლის პირველი ნომერიც მთლიანად საქართველოსა და კავკასიას მიეძღვნა. მისივე თაოსნობით შეიქმნა გამომცემლობა „ახლო აღმოსავლეთი“, რომელშიც იბეჭდებოდა ქართულ-გერმანული კულტურის ურთიერთობის ამსახველი მასალები. 1919 მეკელაინმა ბერლინში გამოსცა წიგნი „ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში და პრუსიის წიგნსაცავში არსებული ქართული გრამატიკებისა და ლექსიკონების ბიბლიოგრაფია“. მასვე ეკუთვნის „გერმანული ენის სახელმძღვანელო ქართველთათვის“ (ბერლინი 1918, 1922, 1931), „ქართულ-გერმანული სიტყვანი“ (ბერლინი-ლაიფციგი, 1928), „გერმანულ-ქართული ლექსიკონი“ (ნაწ. I, ბერლინი, 1937, ნაწ. 2, ლაიფციგი, 1943.

ს. ჭიჭინაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები