მეთვალყურეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეთვალყურეებისახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო კონფერენციებისა და სხვა ფორუმების მუშაობაში. განსხვავებით სრულუფლებიანი წევრებისაგან მეთვალყურეები არ მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღებაში, სამუშაო ორგანოების ფორმირებასა და საქმიანობაში და ა.შ. თუმცა მათს, როგორც წესი, უფლება აქვთ, გამოვიდნენ განსახილველ, საკითხზე და შეიტანონ შესაბამისი წინადადებები, მეთვალყურეები იგზავნებიან, ჩვეულებრივ, იმ შემთხვევაში, როდესაც გამგზავნი მხარე იჩენს ინტერესს ამა თუ იმ ორგანიზაციის მუშაობისადმი. იმის გამო, რომ სახელმწიფოები არ არიან რომელიმე ორგანიზაციის წევრები და სურვილი აქვთ თვალყური ადევნოს მის საქმიანობას, რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის გაეროში, ჩამოყალიბდა მუდმივი მეთვალყურის ინსტიტუტი. გაეროში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, მუდმივ მეთვალყურეებს შეუძლიათ დაესწრონ უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეის, მისი ძირითადი კომიტეტების და გაეროს სხვა ორგანოების სხდომებს. გაავრცელოს თავისი მთავრობის დოკუმენტები და მასალები, ისარგებლონ სხვა უფლებებით და პრივილეგიებით. გაეროს ორგანოების საქმიანობაში მეთვალყურეების სტატუსით მონაწილეობენ ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის, აფრიკული ერთიანობის ორგანიზაციის, არაბული სახელმწიფოების ლიგისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები აფრიკისა და წყნარი ოკეანის სახელმწიფოთა ჯგუფები და ა.შ. 1974 გაეროს გენერალური ასამბლეის XXIX სესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია მეთვალყურის სტატუსით მონაწილეობს გენერალური ასამბლეისა და გაეროს ეგიდით მოწვეული საერთაშორისო კონფერენციების მუშაობაში. 1981 გენერალურმა ასამბლეამ ანალოგიური სტატუსი მიანიჭა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის სახალხო ორგანიზაციას.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები