მეგრული თხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეგრული ვაცი

მეგრული თხა - საქართველოში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული მეგრული თხა, რომელიც ჩამოყალიბებულია ხალხური სელექციით. იგი მერძეული მიმართულებისაა; პროდუქციას იძლევა ნაკლები დანახარჯებით, თავისუფლად იალაღობს სუბალპურ და ალპურ საძოვრებზე (2500-3200 მ ზღვის დონოდან), ამასთან, კარგად გრძნობს თავს ბარის ზონაშიც. ამტანია და კარგად ეგუება მომთაბარული შენახვის მკაცრ პირობებს. მისი მერძეულობა, საშვალოდ, 250-300 კილოგრამია, საუკეთესო ეგზემპლარები კი 500-600 კილოგრამ რძეს იძლევიან. ბოტი წარმოებლების ცოცხალი მასა 60 კილოგრამამდეა, ნეზვების კი-45 კილოგრამამდე.

მეგრული თხა თითქმის მთლიანად ბუნებრივი საკვების ხარჯზე იკვებება.






წყარო

პური ჩვენი არსობისა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები