მდუღარე ფოლადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდუღარე ფოლადი – ნახშირბადმცირე ფოლადი, რომელიც ფოლადსადნობი ღუმლიდან გამოდის მცირედ განჟანგული, ამიტომ მისი გაცივებისას ბოყვში გრძელდება მასში არსებული ნახშირბადის დაჟანგვა ნადნობში გახსნილი ჟანგბადით, რაც გარეგნულად გამოისახება გაზის ბუშტულების გამოყოფით (ფოლადის დუღილი). მდუღარე ფოლადი უფრო იაფია, ვიდრე მშვიდი ან ნახევრადმშვიდი ფოლადი, მაგრამ ჩამორჩება მათ ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით, ამიტომ მდუღარე ფოლადისგან დამზადებული ნაკეთობები საპასუხისმგებლო დანიშნულების ობიექტებზე არ გამოიყენება.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები